LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არის თუ არა გიორგი ვარდოსანიძე სოფო ნიჟარაძის შეყვარებული – „ნახევარ თბილისთან ვიწექი…“

408

ჟურნალ „თბილსელებთან“ გიორგი ვარდოსანიძემ მის შესახებ გავრცელებულ ჭორებზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, ის და მომღერალი სოფო ნიჟარაძე შეყვარებულები არიან. ყველაფერი იმ ვიდეომ გამოიწვია, სადაც გიორგი და სოფო ერთად, შეხმატკბილებულად მღერიან.

გიორგი ამბობს, რომ ჭორები მისთვის უცხო არ არის და ცხოვრობს ისე, როგორც ყველა თავისუფალი მამაკაცი, თუმცა დღეს შეყვარებული არ არის. „ნახევარ თბილისთან ვიწექი, ნახევარი თბილისი ცოლად მოვიყვანე, ხანაც, გეი ვარ, არადა, არც „ბაბნიკობის“ სურვილი მქონია ოდესმე და არც გეობის“ – ამბობს მსახიობი ჟურნალთან ინტერვიუში.

რაც შეეხება ჭორს სოფო ნიჟარაძესთან რომანზე, ასე პასუხობს: „ერთ-ერთ მიუზიკლში მე და სოფო შეყვარებულების როლს ვთამაშობთ. სოფომ ბუფეტში გადაიღო ვიდეო, სადაც სასიყვარულო სიმღერას ორ ხმაში ვშლით და დადო სოციალურ ქსელში. ამაზე ატყდა ამბავი და „მოგვნათლეს“ შეყვარებულებად. არადა, შეყვარებულები მართლა ვართ, ოღონდ მიუზიკლში, რეალურად კი მეგობრები ვართ და წლებია, ერთმანეთს ვიცნობთ. სოფო ჩემი უახლოესი მეგობარია, ჩემი ოქროს გოგო, კოლეგა და სიმღერის პედაგოგიც. ამ ჭორზე ორივემ ვიცინეთ. თუ მეგობარ გოგოსთან გადაღებული ფოტო დავდე სოციალურ ქსელში, ეგრევე მაწყვილებენ და რა გავაკეთო?“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები