LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არის თუ არა ორსულად ჯენიფერ გარნერი?

138

ჯენიფერ გარნერი და ბენ აფლეკი სულ უფრო ხშირად ხვდებიან პაპარაცების ობიექტივში. ამჯერადაც ასე მოხდა: ვარსკვლავური წყვილი ეკლესიასთან დააფიქსირეს, სადაც ისინი რეგულარულად დადიან.

ფოტოგრაფებს არც გარნერის მომრგვალებული მუცელი გამოეპარათ, რომელიც მოკლე ცისფერ კაბაში კარგად ჩანდა. ხმები 44 წლის მსახიობის საინტერესო მდგომარეობის შესახებ აქამდეც გავრცელდა, თუმცა ბუნებრივია, ის ამ ყველაფერზე კომენტარს არ აკეთებს.

შეგახსენებთ, რომ შვილების ძიძასთან მომხდარი სკანდალის შემდეგ, როდესაც ამ უკანასკნელმა აფლეკთან სექსუალური კავშირის შესახებ აღიარა, გარნერმა მასთან დაშორება გადაწყვიტა. თუმცა, ბენი მთელი მონდომებით ცდილობდა ცოლის შემორიგებას და თავად ჯენიფერმაც არაერთხელ აღიარა, რომ ბენი მთელი მისი ცხოვრების სიყვარულია. როგორც ჩანს, განქორწინება მართლაც არ მოხდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები