LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არის თუ არა რუსეთი საშიში

105

მსოფლიო მოსახლეობის უმრავლესობა რუსეთს საშიშ სახელმწიფოდ არ მიიჩნევს. ამას ადასტურებს გამოკითხვა, რომელიც ორგანიზაცია „New Research Center”-მა ჩაატარა. კვლევა 2017 წლის გაზაფხულზე ჩატარდა და მსოფლიოს 37 ქვეყანა მოიცვა, რაც საბოლოო ჯამში 40,9 ათასი ადამიანი იყო. მათი 34% რუსეთს დადებითად აფასებს და ყველაზე მეტად ფედერაცია აზიაში უყვართ.

რა შეეხება ევროპას, ამ შემთხვევაში უკმაყოფილოთა რაოდენობა უფრო მეტია. ყველაზე მეტად რუსეთს ვიეტნამელები აფასებენ და დადებითად განწყობილთა რაოდენობა 79%-ია, მეორე ადგილს კი 45%-ით ფილიპინები იკავებს.
ყველაზე მეტად რუსეთის პოლონეთში, ესპანეთსა და შტატებში ეშინიათ. ლათინური ამერიკა კი უფრო დადებითადაა განწყობილი.

პუტინის საქმიანობა გამოკითხულთა 23%-ს მოსწონს, უფრო ზუსტად კი რუსეთის პრეზიდენტს აფრიკელები აფასებენ, ევროპელები კი ამ შემთხვევაშიც უკმაყოფილოები არიან.

საინტერესოა, რომ ყველაზე კარგად რუსეთის მიმართ 18-დან 29 წლამდე ასაკის ადამიანები არიან განწყობილნი და შიშითაც მათ ყველაზე ნაკლებად ეშინიათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები