LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არის თუ არა ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგ ვერეს ხეობა კვლავ საშიში

82

ვერეს ხეობა სტიქიის განმეორების შემთხვევაში საფრთხეს აღარ წარმოადგენს. გასული წლის 13 ივნისის შემდეგ გატარებული  პრევენციული ღონისძიებები, სტიქიის შემთხვევაში, ფატალური შედეგების თავიდან აცილების საშუალებას იძლევა.

როგორც რადიო „ფორტუნასთან“ თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა, გივი კუბლაშვილმა აღნიშნა, ვერეს ხეობაში პრევენციისთვის 40-ზე მეტი პროექტი განხორციელდა.

მთალიანად რეაბილიტირებულია ახალი კონსტრუქციებით 7 გვირაბი, აშენდა ახალი ხიდი, რომელზეც ცხრამეტი 40 მეტრიანი კოჭია დამონტაჟებული. გაიზარდა დამცავი კედლების სიგრძე.

წყნეთის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე გაკეთდა 205 მეტრიანი დამცავი კედელი, 13 ივნისის სტიქიის ზონაში, სადაც არ შეიძლება იყოს განლაგებული რაიმე შენობა–ნაგებობა, განხორციელდა ყველა შენობის სრული დემონტაჟი, გასუფთავდა მდინარე ვერეს კალაპოტი. ამოიწმინდა წყნეთი–ბეთანიის გზაზე ჩამოწოლილი ლამი, აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს წყნეთი–ახალდაბის გზაზე.

ასევე, გივი კუბლაშვილის ინფორმაციით, პრევენციისთვის მნიშვნელოვანია კიდევ დაგეგმილი  რამდენიმე პროექტი:

  1. მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირებისთვის ტენდერი 13 ივნისს გამოცხადდება.
  2. აიგება ნატან–დამჭერი ცხაურები.
  3. აშენდება 800 მეტრზე მეტი სიგრძის დამცავი კედელი.

კუბლაშვილის ინფორმაციით, ტერიტორიის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ნატან–დამჭერი ცხაურების მოსაწყობად სამუშაოები 2 თვეში დაიწყება, ტენდერის დასრულებისთანავე კი მდინარე ვერეს კალაპოტის ფორმირებაზე დაიწყება მუშაობა, რომელიც ერთ წელიწადში უნდა დასრულდეს.

კალაპოტის ფორმირების შემდეგ ვერე დაიბრუნებს ძველ კალაპოტს, რაც სხვა პრევენციულ ღონისძიებებთან მთლიანობაში, ვერეს ხეობაში სტიქიური რისკების დაცვის გარანტია იქნება.

ასევე მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა საფეხმავლო დამბა ფეხით მოსიარულეებისთვის და ველობილიკი ველოსიპედით სეირნობის მოყვარულებისთვის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები