LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არისტოკრატიული ნოემბერი: ყველაზე კარგები სულ ჩელსიდან არიან

117

ანტონიო კონტე ნოემბერში პრემიერლიგის საუკეთესო მწვრთნელია, დიეგო კოშტა – საუკეთესო ფეხბურთელი.
პლუს ამას თვის უკეთესი გოლი პედრომ გაიტანა.
ყველანი ლონდონის „ჩელსის“ წარმოადგენენ.

კოშტა გასული თვის საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნიეს. გაესპანებულმა ორი გოლი გაიტანა და ორი საგოლე პასი მისცა სამ მატჩში. ეს სამივე თამაში „ჩელსიმ“ მოიგო, რისთვისაც ანტონიო კონტე ყველაზე კარგ მწვრთნელად აღიარეს.
საუკეთესო გოლის ავტორად „ჩელსის“ ესპანელი პედრო დაასახელეს. ჟიურიმ მაღალი შეფასება „ტოტენჰემისთვის“ გატანილ მის გოლს მიანიჭა.

„ჩელსი“ პრემიერლიგას ერთპიროვნულად ლიდერობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები