LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არომატი რომაული შეგრძნებებით მაცდური ქალბატონებისთვის – ეს Goldea The Roman Night-ია

269

კლასიკური და  თანამედროვე, ღამის რომაული შეგრძნებებით სავსე არომატი, – ეს  არის BVLGARI Goldea The Roman Night, რომელიც პარფიუმერულმა კომპანიამ ”ისი-პარი” საკუთარ მომხმარებელს წარუდგინა.

ახალი სუნამო, რომელიც ჯადოქარმა პარფიუმერმა, ესპანელმა ალბერტო მორილასმა შექმნა, მისი სარეკლამო სახე კი სუპერ პოპულარული მოდელი –ბელა ჰადიდია, უკვე საქართველოშია!

როგორც ”ფორტუნას” ”ისი-პარის” მარკეტინგისა და პიარის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხატია შამუგიამ განუცხადა, BVLGARI-ის ახალი არომატი Goldea-ს ხაზიდანაა.

”სრულიად ახალი ერა, აღტაცება და აღფრთოვანება მსოფლიოში, ეს გახლავთ BVLGARI-ის კიდევ ერთი ხაზი პარფიუმერიაში – Goldea, მითიური სახელით, ისეთივე მითიური, როგორიც გახლავთ თავად BVLGARI. Goldea-ს ხაზის შთაგონების წყარო ეგვიპტის ქალღმერთი კლეოპატრაა, რომელიც იყენებს არომატს, როგორც ელექსირს გარშემომყოფთა მოსაჯადოვებლად. Goldea-ს ფლაკონის დიზაინში გამოყენებულია გველის სიმბოლო serpenti. გველი წარმოადგენს მისტიურ ტოტემურ რეპტილიას, რომელიც თავისი ტყავით ეხვევა Goldea-ს კოლექციის ფლაკონის ყელს”, – აღნიშნა შამუგიამ.

მისივე ინფორმაციით, The Roman Night-ს სწორედ ამ მაცდური პარფიუმერული ხაზიდანაა და წარმოადგენს ახალგაზრდულ არომატს და არამარტო. Goldea The Roman Night შექმნილია თვალისმომჭრელი და მაცდური ქალბატონებისთვის.  

”არომატის კონცეფცია გადმოსცემს სიხარულს, ეიფორიას. ეს არის ფუფუნების ზეიმი, რომელიც ახალ შეგრძნებებს აღძრავს. მომაჯადოვებელია მისი ფლაკონიც, რომელიც შავ ფერშია გადაწყვეტილი. რაც შეეხება შემადგენლობას, არომატი საოცარ ინგრედიენტებს შეიცავს, ესენია: ჟასმინი, ტუბეროზა და თუთა. თუთა, აქამდე არასდროს გამოუყენებიათ პარფიუმერიაში”, – განმარტა ”ისი-პარის” მარკეტინგისა და პიარის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, როცა კლასიკა და თანამედროვეობა ერთმანეთს ერწყმის, მაშინვე ყველას გვახსენდება ბრენდი BVLGARI, მისი ჩანთები, საათები, სათვალეები, უნიკალური ნივთები და რაც მთავარია, პარფიუმერია, რომელიც BVLGARI-ის სახლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.

https://www.youtube.com/watch?v=ZM6qjt0xmL4

 

BVLGARI-ის შესახებ

სავაჭრო სახლის, Bvlgari–ს ისტორია შორეული წარსულიდან იწყება. აღსანიშნვია, რომ ბრენდის ქმნილებებში მუდამ იგრძნობა ძველი იტალიის შეუდარებლი ტრადიციები. ეს ბრენდი გასაოცრად უხამებს ერთმანეთს თანამედროვეობასა და კონსერვატიულობას. სწორედ ამის დამსახურებაა, რომ ბრენდის ქმნილებების არევა სხვა მარკის ნივთებში შეუძლებელია.

აღსანიშნვაია, რომ ბრენდი თავის ნაწარმში მხოლოდ ძვირფას ლითონებსა და ქვებს, ასევე ნახევრადძვირფას ქვებს იყენებს. ისინი მუდამ გეომეტრიულ ფიგურებს გამოსახავენ და შეუდარებელ ფერთა გამას ქმნიან. ამასთან, ამა თუ იმ ქვეყნის სამეფო ოჯახების რელიქვიაში, შესაძლოა, ისეთი ნივთების პოვნა, რომლებიც უძველეს დროში ამ ბრენდის მიერ იყო შექმნილი.

ცნობისთვის, BVLGARI-ს პირველი მაღაზია რომში 1905 წელს გაიხსნა, დღეს კი კომპანია 250-ამდე ფილიალს ფლობს მსოფლიოს მასშტაბით.

არაერთი ცნობილი ადამიანი ატარებდა და დღემდე ატარებს  BVLGARI-ის სამკაულს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ელიზაბეტ ტეილორი, ქალი ლეგენდა, რომელმაც როგორც ამბობენ, ერთადერთი იტალიური სიტყვა იცოდა და ეს იყო სიტყვა: BVLGARI… მისი გულის გზა გადიოდა მხოლოდ და მხოლოდ BVLGARI-ის სამკაულებზე და მას ჰქონდა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული კოლექცია BVLGARI-ის სამკაულების.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები