არომატი, რომელიც არასდროს აგერევათ სხვაში – HERMES-ის ახალი ერა საქართველოშია

347

კოჭა, თეთრი, მექსიკური ტუბეროზი და სანდალოსის  ხე – ეს ის ძირითადი ინგრედიენტებია, რომლებიც HERMES-ის ახალ სუნამოში იყრის თავს. არომატი თავისუფალი, ცოტა თამამი, არაპროგნოზირებადი, ჯიუტი გოგონებისა და ქალბატონებისთვის უკვე საქართველოშია.

პარფიუმერულმა კომპანიამ ”ისი-პარი” საკუთარ მოხმარებელს Twilly d’Hermès წარუდგინა. სუნამოს პრეზენტაცია საგურამოში, გურამიშვილი მარანში გაიმართა, სადაც მედიის წარმომადგენლებმა HERMES-ის ახალი არომატი ერთად ”დააგემოვნეს”.

როგორც ”ფორტუნას” ”ისი-პარის” მარკეტინგისა და პიარის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხატია შამუგიამ განუცხადა, Twilly d’Hermès – ეს არის არომატი თავისუფლების მოყვარული და თამამი ქალბატონებისთვის, რომლებიც მუდამ ახერხებენ შეინარჩუნონ ახალგაზრდული სული. სუნამოს ინსპირაცია HERMES-ის ცნობილი აბრეშუმის ფერადი ვიწრო შარფია.

„Twilly – ეს არის სრულიად ახალი ერა და მიმართულება HERMES-ის პარფიუმერიის ისტორიაში. ახალი არომატი ბრენდის ექსკლუზიურმა პარფიუმერმა, კრისტენ ნაჟელმა შექმნა, რომელიც ”ჰერმესს” 2014 წელს შეუერთდა. Twilly d’Hermès-ის არომატი ზუსტად იზიარებს HERMES-ის ხელწერას და ის არასდროს აგერევათ სხვა არომატში,”- აღნიშნა შამუგიამ.

მისივე ინფორმაციით, არანაკლებ საინტერესოა სუნამოს ფლაკონი. ”არტისტული და ღიმილისმომგვრელი ფლაკონი გამოხატავს ქალურობას, რომელიც ჩვენს თვალწინ იბადება”, – განმარტა შამუგიამ.

როგორც ”ისი-პარის” მარკეტინგისა და პიარის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობს,  ბრენდი HERMES გამოირჩევა იმითაც, რომ ის შემოქმედებას მოგებაზე მაღლა აყენებს, სწორედ ამიტომაც არის მისი არომატები ყოველთვის გამორჩეული და განსხვავებული.

ხატია შამუგიას თქმით, უახლოეს პერიოდში ”ისი-პარი” მომხმარებელს კიდევ ერთ ახალ არომატს წარუდგენს და ეს არომატი იტალური წარმომავლობის იქნება.

 

HERMES-ის ისტორია

HERMES ფრანგული მაღალი მოდის სახლია, რომელიც 1837 წელს დაარსდა. ბრენდი გარდა პარფიუმერული ხაზისა, გამოირჩევა ჩანთებისა და აქსესუარების წარმოებით. განსაკუთრებით პოპულარულია HERMES -ის ჩანთები, რომლებიც ნებისმიერი ქალბატონის სიყვარულის ობიექტს წარმოადგენს. მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ჩანთა ”ბირკინი” 80-იანი წლების დასაწყისში შეიქმნა. ჯეინ ბირკინი ერთხელ მგზავრობდა Hermès -ის სახლის მეპატრონე ჟან-ლუი დიუმასთან ერთად და მასთან საუბარში დაიჩივლა, რომ ჩანთას Hermès Kelly მოუხერხებელი შესაკრავი ჰქონდა და მასში სამგზავროდ აუცილებელ ნივთებს ვერ ატევდა. ჟან-ლუი დაჰპირდა, რომ სპეციალურად მისთვის შექმნიდა ახალ ჩანთას და მან ეს დაპირება შეასრულა – 1984 წელს გაჩნდა Hermès-ის ლეგენდარული ჩანთა, რომელსაც ჯეინის საპატივცემულოდ დაარქვეს -ბირკინი.

https://www.youtube.com/watch?v=C96mznRa6LE

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები