LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არსებული ინფორმაციით, პანკისელი ტერორისტი თარხან ბათირაშვილი მოკლეს

143

“ისლამური სახელმწიფოს” ერთ-ერთი ლიდერი, წარმოშობით პანკისელი ტერორისტი აბუ ომარ ალ-შიშანი, იგივე თარხან ბათირაშვილი შესაძლოა მოკლული იყოს. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

დასავლურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, აბუ ომარ ალ-შიშანის ლიკვიდაციისთვის, რომელსაც ISIS-ის ერთ-ერთ ყველაზე “გავლენიანი მეთაურის” რეპუტაცია ჰქონდა, საჰაერო ოპერაცია ჩატარდა. არსებული ცნობით, ბათირაშვილის ლიკვიდაციას პენტაგონიც ადასტურებს.

როგორც ცნობილია, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს თარხან ბათირაშვილი ტერორისტების სიაში ჰყავდა შეყვანილი და მის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ 5 მილიონი დოლარი ჰქონდა დაწესებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები