LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„Art-გენი 2017“ თბილისში გრძელდება – როგორია პროგრამა

111

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, მიმდინარეობს ფესტივალი „Art-გენი 2017“.

წელს „Art-გენი 2017“ 10 ივლისს სურამში, ბაიანთხევის ტყე-პარკში რეგიონული ტურნეთი გაიხსნა და 12 ივლისს  მცხეთის ახალ ნავსადგურში გადაინაცვლა.

Art-გენი 2017 – ის თბილისის ტური კი, 17-24 ივლისს ტრადიციულად, გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმი გაიმართება.  წელს ფესტივალი  მაყურებელს საინტერესო სიახლეებს სთავაზობს. გარდა მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამისა, ფესტივალის ფარგლებში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში, ერთი კვირის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება ქართული ტრადიციული რეწვის  სხვადასხვა გამოფენა; რეგიონების ფოლკლორული ანსამბლების კონცერტები და „შავფაროსნების“ საჩვენებელი  შოუ, ქართული სამზარეულო და სხვა. ფესტივალი იმართება პროექტ „Check in Georgia”-ს ფარგლებში.

გთავაზობთ ფესტივალის თბილისში დაგეგმილ პროგრამას:

17 ივლისი – სოფი ვილი

18 ივლისი – Asea Sool

19 ივლისი – რობი კუხიანიძე და ჯგუფი „აუთსაიდერი“

20 ივლისი – ჯგუფი „რეგიონი“

21 ივლისი – ჯგუფი „ფრანი“

22 ივლისი – ნინო ქათამაძე და ჯგუფი „ინსაითი“

23 ივლისი – ნიაზ დიასამიძე და ჯგუფი „33ა“

24 ივლისი – ანსმაბლ „სუხიშვილების“ კონცერტი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები