LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ართაანში სამაშველო ვერტმფრენებმა მუშაობა რამდენიმე წუთის წინ განაახლეს

112

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ართანაში სამაშველო ვერტმფრენებმა მუშაობა რამდენიმე წუთის წინ განაახლეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განცხადებით, დილის საათებში შეზღუდული ხილვადობის გამო, ვერტმფრენები ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართვას ვერ ახერხებდნენ. შეზღუდული ხილვადობა კი არსებულ ტერიტორიაზე ძლიერმა დაკვამლიანებამ და ნისლმა გამოიწვია.

ამ წუთებში ოთხივე ვერტმფრენი მზადაა, მონაწილეობა მიიღოს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერტმფრენები წყლის ავზების ასავსებად უკვე ლოპოტას ტბის ტერიტორიისკენ გაემართნენ.

ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში მობილიზებული იყო ქვეითად მომუშავე სამაშველო ბრიგადები, თელავში გახსნილია საგანგებო შტაბი, რომელსაც კახეთის გუბერნატორი ხელმძღვანელობს. ადგილზე, ასევე, ელოდებიან შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილს.

ართანაში, კოხტას მთაზე ხანძარს მესამე დღეა ებრძვიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები