LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ართანასთან ხანძრის ლიკვიდირება ძლიერი ქარის გამო ვერ ხერხდება

105

კახეთის გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილის, განცხადებით, ართანასთან ხანძრის ლიკვიდირება, ძლიერი ქარის გამო, ვერ ხერხდება. მისივე თქმით, ადგილზე, დაახლოებით, იგივე მდგომარეობაა, როგორიც წინა დღეებში იყო.

“სრული კონტროლის ქვეშ გაგვაჩნია ცეცხლის ყველა კერა, ლოკალიზაცია ამ გეგბით მიღწეული გვაქვს, უბრალოდ, ლიკვიდაციამდე ვერ მივდივართ, გუშინდელმა ქარმა შეგვიშალა ხელი ამაში.

“ტექნიკის მისაყვანად არსებული გზის მოწესრიგება მიმდინარეობს, რომ მთის ძირამდე, სადაც ბანაკი არის განლაგებული და მაშველები და მეხანრძრეები არიან, იქ მიმავალი გზა გახდეს ნორმალური, რომ ტენიკას და ცოცხალ ძალას გადაადგილება გაუადვილდეს. რაც შეეხება ცეცხლის კერებს, იქ არანაირი გზის გაჭრაზე საუბარი არ შეიძლება, ისეთი დამრეცი, ციცაბო ტყეა,” – განაცხადა მან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები