“არვიცი, მოვკლა?” – პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ფაროსანა დაინახა (ვიდეო)

61

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, თელავის უნივერსიტეტში, სიტყვით გამოსვლის დროს აზიური ფაროსანა დაინახა.

“ჩვენი სტრატეგიული მიზანი, გავხდეთ ნატოსა და ევროკავშირის წევრი, ძალიან მტკიცე საფუძველზე დგას და ნახეთ რატომ…”, – სწორედ ამ სიტყვების შემდეგ შეამჩნია მან ფაროსანა დარბაზში და მთელი ყურადღება მასზე გადავიდა.

“ახლა არ ვიცი მოვკლა–არ მოვლა, სახლში რომ ვიყო მოვკლავდი…”, – თქვა მან.

მცირე პაუზის შემდეგ, მარგველაშვილი სტუდენტებთან გამოსვლის მთავარ თემას დაუბრუნდა.

გიორგი მარგველაშვილმა კამპანია “დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ” – რესპუბლიკის 100 წელი” სწორედ თელავიდან დაიწყო. ის თელავის უნივერსიტეტში მისულ მსმენელს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სხვადასხვა საკითხზე ელაპარაკა და მათ შეკითხვებსაც უპასუხა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები