პროფესია, როდესაც სადღესასწაულო დღეებში ოჯახის ნაცვლად სამსახურში უწევთ სრული დატვირთვით მუშაობა. დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე 2018 წლის შეხვედრას ოჯახთან ერთად გეგმავს, თუმცა არ გამორიცხავს, რომ წინა წლების მსგავსად კვლავ სამსახურში გამოიძახონ.
გუგა ქაშიბაძე
იმედს გამოვთქვამ, რომ წლევანდელ ახალ წელს ოჯახში შევხვდები. ასე მაქვს დაგეგმილი, მაგრამ ჩვენს სფეროში არ არსებობს არც ახალი წელი, არც ძველით ახალი წელი.
ზოგადად დღესასწაულების დროს ტრავმიანობა იმატებს, ვართ სადღესასწაულო ეიფორიაში, ვიღებთ მილოცვებს, დუნდება ყურადღება და ბავშვებსაც ვერ ვაქცევთ ჯეროვან ყურადღებას.
ახალ წელს დიასახლისები ქურასთან ტრიალებენ, შემდეგ ამ ცხელ ჭურჭელს იატაკზე ჩამოდგამენ, სადაც ბავშვები დარბიან. დღესასწაულზე დაშავებულები დიდებშიც და პატარებშიც თანაბრად არიან. ამას ემატება საახალწლო პეტარდები, ხანძრები.
იყო შემთხვევა 9 წლის გოგონას ყელზე ჰქონდა შემოხვეული საახალწლო წვიმა, მაშხალიდან გადაედო ცეცხლი და წვიმას მოეკიდა. ასე რომ, ახალი წლის ღამეს განსაკუთრებულ რეჟიმში გვიწევს მუშაობა.
როდესაც ოჯახში ხვდებით ახალ წელს, გაქვთ თუ არა განსხვავებული საახალწლო ტრადიცია?
ახალი წლის ღამეს არასოდეს არ ვიყენებთ არც პეტარდებს, არც ასაფეთქებლებს, არ გავდივართ აივანზე – სხვისმა ნასროლმა პეტარდმა რომ არ მოგვაყენოს დაზიანება. პეტარდებს და ასაფეთქებლებს ღამის 12 საათზე გოზინაყის და ჩურჩხელის დაგემოვნება სჯობს, მაქსიმუმ თოკი შეიძლება გადაგვეყლაპოს.
ვინ ასრულებს თქვენს ოჯახში თოვლის ბაბუის როლს?
უფროსი შვილი უკვე დიდია და აღარ სჯერა თოვლის ბაბუის, პატარა 2 თვისაა და ჯერ ვერ ხვდება. მახსენდება წლები, როცა იაშვილის კლინიკაში მუშაობისას, ზედიზედ 2 წელი შევასრულე სტაციონარში მყოფი ბავშვებისთვის თოვლის ბაბუის როლი. ძალიან სასიამოვნო და განსაკუთრებული ბედნიერება იყო ბავშვების გახარება და საახალწლო საჩუქრების დარიგება. მომავალ წელს ალბათ უმცროსი შვილისთვის ისევ მომიწევს თოვლის ბაბუის როლში დაბრუნება.
იმედი მაქვს, რომ ეს ახალი წელი მშვიდი იქნება, არ მოუწევს დამწვრობის ცენტრს სრული დატვირთვით მუშაობა და 2018 წელს ოჯახთან ერთად შევხვდები.
თამუნა გოგუაძე
რჩევები /
|28 დეკემბერი, 2017
|16 წლის გოგონას, რომელიც მე-6 სართულიდან გადმოვარდა, მე-3 უარყოფითი ჯგუფის სისხლი სჭირდება
“არ მიყვარხართ ქართველებო! ყველა პოტენციური მკვლელები ხართ, ყველა ქვეყანაში უღირსად მოგექცევიან”
გრძელი ჭია ამოუღია ბავშვის კანიდან ვიღაც იდუმალ პედიატრს – პაატა იმნაძე
საქართველოს მოქალაქეები ორმაგი მოქალაქეობის მიღებას შეძლებენ
მეგან მარკლი 375 დოლარად შეფასებულ „პატარა შავ კაბაში“ გამოჩნდა (ფოტო)
ხორავაზე მოკლული მოზარდის დედა – ყველას ვთხოვ, რომ ლევანის სახელით ნურავინ ნუ ლაპარაკობს,
„ღმერთო, რა საგიჟეთია…“ -„ჩემი ცოლის დაქალების“ ახალი ანონსი გამოვიდა