LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასაფრენი ზოლის რეკონტრუქციის გამო თბილისის აეროპორტი მუშაობის გრაფიკს აქვეყნებს

50

ასაფრენი ზოლის რეკონტრუქციის გამო თბილისის აეროპორტი მუშაობის გრაფიკს აქვეყნებს.

როგორც „ფორტუნას“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების სამინისტროდან აცნობეს, სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი (31L/13R) ყოველდღიურად დაიკეტება ნებისმიერი საჰაერო ხომალდის აფრენა-დაფრენისთვის დროის შემდეგ მონაკვეთებში:

2016 წლის 1 მარტიდან  27 მარტამდე ყოველ დღე  09:30 საათიდან 15:00 საათამდე

2016 წლის 27 მარტიდან  1 ივლისის ჩათვლით ყოველ დღე 10:00 საათიდან 20:00 საათამდე

„დროებითი ცვლილება ფრენის განრიგში გაგრძელდება მხოლოდ ოთხ თვეს. სარეკონსტრუქციო სამუშაოების მიუხედავად, ავიაკომპანიები განაგრძობენ რეგულარული ავიარეისების შესრულებას შეცვლილი გრაფიკით და რეისები ძირითადად ღამით შესრულდება,“- განაცხადეს სამნისტროში.

მათი ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტს ექნება განახლებული და მოდერნიზირებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და სამიმოსვლო ბილიკები, რომელიც ასევე აღიჭურვება საერთაშორისო სატანდარტებთან შესაბამისი შუქ-ტექნიკური საშუალებებით.

„ასაფრენი ზოლისა და შესაბამისი სააეროდრომო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს მეტი ავიაკომპანიის მოზიდვასა და ტურისტული მგზავრთნაკადის გაზრდას,“- განაცხადეს სამინისტროში.

ასაფრენი ბილიკის რეკონსტრუქციას ითვალიწინებს 2015 წლის 28 მაისს, ”საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას” და შპს ”ტავ-ურბან საქართველოს” შორის 2005 წელს ხელმოწერილ ხელსეკრულებაში განხორციელებული ცვლილება.

„იმის გამო, რომ 2005 წლის შემდეგ თბილისის აეროპოპრტში მგზავრთნაკადის ოდენობა თითქმის გაოთხმაგდა და მოსალოდნელია ზრდის გაგრძელება შემდეგ წლებშიც, დღის წესრიგში დადგა არსებული ინფრასტრუქტურის განახლების აუცილებლობა და შესაბამისად არსებული ხელშეკრულების პირობების გადახედვაც.

„ჩვენ მივაღწიეთ  ,,ტავ ჯორჯიასთან“ ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებას, რომლის  მიხედვით,  ,,ტავ ჯორჯია“ საკუთარი სახსრებით, თავისი ინვესტიციებით განაახლებს ასაფრენ-დასაფრენ ზოლს ისე, რომ მას არ მოემატება ოპერირების წლები და შესაბამისად, ზუსტად ეს არის ის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც მოხდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენი-დასაფრენი ზოლის განახლება. შესაბამისად, 1 მარტიდან 01 ივლისის ჩათვლით, ჩვენ გვექნება 10-საათიანი შეზღუდვა, ხოლო შემდეგ ჩვეულებრივ რეჟიმში, უკვე განახლებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლით იფუნქციონირებს აეროპორტი“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

2005 წელს ,,ტავ ჯორჯიასთან“ გაფორმებული ხელშეკრულება თურქულ კომპანიას 2037 წლამდე თბილისის აეროპორტის ოპერირების უფლებას აძლევდა. 2015 წელს განხორცილებული ცვლილებებით ოპერირების ვადა ,,ტავ ჯორჯიას“ 10 წლით შეუმცირდა. 2027 წელს საქართველოს უფლება ექნება აეროპორტის ახალი ოპერატორი ხელახლა შეარჩიოს.