LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასაკში შეძენილი შვილები უფრო ჭკვიანები არიან

141

ახალი კვლევის მიხედვით, გვიანი ორსულობა და მშობიარობა ბავშვის ჯანმრთელობაზე მომავალში კარგად აისახება. გაირკვა, რომ ასაკში შეძენილი შვილები უფრო ჭკვიანები და ჯანმრთელები არიან. კვლევის ავტორები დემოგრაფიული დეპარტამენტის სპეციალსტი მიკო მირსკილე და ლონდონის ეკონომიკის სკოლის სპეციალისტი კირონ ბარკლი არიან.

კვლევის პროცესში მეცნიერები 1.5 მილიონ შვედ ქალსა და მამაკაცს აკვირდებოდნენ , რომლებიც 1960-დან 1991 წლამდე არიან დაბადებულები და შვილებიც გვიან ასაკში შეეძინათ. გაირკვა, რომ მათი შვილები განსაკუთრებული დასწავლების უნარით გამოირჩეოდნენ. წლებმა პროგრესის კუთხით მხოლოდ დადებითად იმოქმედა ბავშვების განვითარებაზე.

მირსკილესა და ბარკლის განცხადებით, მათი მიზანი იყო დაემტკიცებინათ, რომ გვიანი მშობიარობის ფაქტორსაც აქვს დადებითი მხარეები. მიუხედავად იმისა, რომ 40 წლის ფარგლებში ორსულობა-მშობიარობის რიკს-ფაქტორებზე ისედაც ბევრი გვსმენია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები