LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასე აღნიშნა ბრი ლარსონმა BAFTA-ს ნომინაციაში გამარჯვება

66

26 წლის მსახიობი, ბრი ლარსონი BAFTA-ს გამარჯვებული გახდა ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილმიდან „ოთახი“. მსახიობის შესრულებას კრიტიკოსებმა უმაღლესი შეფასება მისცეს, მას უკვე არაერთი პრიზი აქვს მიღებული, მათ შორის „ოქროს გლობუსიც“. გარდა ამისა, ის წარდგენილია ოსკარზე და ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოს მიღების მთავარი პრეტენდენტია. ამჯერად კი ის ბრიტანული კინოს დაჯილდოვების ფავორიტი გახდა.

მსახიობი მორიგი ფილმის გადაღებებზე ავსტრალიაში იმყოფება. Skull Island ასე ქვია ფილმს, რომელიც კინგ კონგის წარმოშობის ისტორიას ყვება. ბრიმ ვერ შეძლო ლონდონში ჩასვლა და გადამღებ ჯგუფთან ერთად ადევნებდა თვალს BAFTA-ს გამარჯვებულთა გამოვლენას. სცენაზე მისი პრიზის ასაღებად, ფილმის რეჟისორი ლენი აბრაჰამსონი ავიდა. თავად ბრი ლარსონმა კი ამის აღსანიშნავად Instagram-ზე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის ცეკვით ხვდება საკუთარი სახელის გამოცხადებას: „დიდი მადლობა BAFTA-ს ამ აღიარებისთვის. ქალბატონები, რომლებიც ჩემთან ერთად იყვნენ ნომინირებულები, მე კიდევ უფრო მეტ ძალებს მაძლევდნენ. დიდი მადლობა ლენი თქვენი გვერდში დგომისთვის, ჩემთვის პატივია თქვენი ხელით მივიღო ეს ჯილდო. ჩემი სამუშაო დღე ახლა ბევრად უფრო ნაყოფიერი იქნება. დიდებულ საღამოს გისურვებთ“ – წერს მსახიობი.

https://www.youtube.com/watch?v=xQ5-ru1i_b0

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები