LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასეთ პირობებში მთავრობას, ბუნებრივია, არ დავუჭერთ მხარს – დავით ბაქრაძე

40

„დღეს საზოგასოებამ კიდევ ერთხელ იხილა მთავრობა, რომელიც არის თვითკმაყოფილებით დაკავებული  და საკუთარ წარმატებებზე საუბრით,“ – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმცირესობის ლოდერმა, დავით ბაქრაძემ, განუცხადა.

ბაქრაძის თქმით, ეს არის მთავრობა, რომელიც ამტკიცებს, რომ გაზისა და ელექტროენერგიის გაძვირება, ფასების ზრდა, პენსიის არ გაზრდა არაფერს ნიშნავს.

ასეთ პირობებში, ბუნებრივია, არ დავუჭერთ მხარს. მთავრობა აცდენილია  იმ რთულ რეალობას, რომელშიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაა. მთავრობა არ გეგმავს არცერთი ნაბიჯის გადადგმას, განსაკუთრებით გაჭირვებაში მყოფი ჯგუფების დასახმარებლად. ამიტომ, ბუნებრივია, ასეთ მთავრობას, რომელსაცსეთი ხედვა აქვს და გვიმტკიცებს, რომ ყვაფერი კარგადაა და გამოსწორება არაა საჭირო, არ ექნება უმცირესობის მხარდაჭერა,“- განაცხადა ბაქარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები