LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასეთ უცხოელებზე ჩვენი მიწა არ უნდა გაიყიდოს – თეა წულუკიანი

176

“ჩემი პოზიცია იყო, არის და იქნება, რომ სასოფლო სამეურნეო მიწები არ უნდა გაიყიდოს იმ უცხოელებზე, რომლებიც, უბრალოდ, იმ მიზეზის გამო ჩამოდიან ხანდახან საქართველოში, რომ შეჭირვებული ქართველისგან შეიძინონ მიწა და გამოკვებონ თავიანთი ოჯახი იმიტომ, რომ საკუთარ ქვეყანაში არა აქვთ საკმარისი მიწა, რომ მოიყვანონ კარტოფილი ან, თუნდაც, სიმინდი,” – ეს განცხადება იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, გააკეთა.

მისივე თქმით, ცვლილება მორატორიუმში პრინციპულად არაფერს ცვლის. წულუკიანმა განაცხადა, რომ საქართველოს სასოფლო სამეურნეო მიწების “განიავება” არ შეიძლება.

“ასეთ უცხოელებზე, ვფიქრობდი და ახლაც ვფიქრობ, რომ არ უნდა იყოს გაყიდული ჩვენი მიწა. ამისთვის ჩვენ ეკონომიკის სამინიტროსთან ერთად, რომელსაც ხელმძღვანელობდა გიორგი კვირიკაშვილი, შევიმუშავეთ ცვლილებათა პაკეტი, თუმცა წინა მოწვევის პარლამენტმა არ თუ ვერ მოასწრო მისი მიღება. ამის შემდეგ შემოვიდა მორატორიუმი, როემლსაც მხარს ვუჭერთ მთავრობა და მმართველი  პარტია.

“ამ წუთში ბანკებს აქვთ პრობლემები და საბანკო საქმიანობის ხელშეწყობისთვის, იმისთვის, რომ საქართველოში მომუშავე ბანკებმა არ გააჩერონ თავიანთი საქმიანობა, არის “ქართული ოცნების” მიერ დაგეგმილ მორატორიუმში მცირედი ცვლილება. ეს ცვლილება გულისმობს, მაგალითად, შემდეგს, რომ, თუკი ქართველ გლეხს დასჭირდება საქართველოში მოქედ ბანკში ჩადოს თავისი სასოფლო სამეურნეო მიწა და მიიღოს სესხი, ბანკმა შეძლოს დროებით ასეთი ქონება დაისაკუთროს, მაგრამ ბანკს აეკრძალება ეს მიწა უცხოელებზე გაიყიდოს. ამიტომ წმინდა წყლის სპეკულაციებია, რომ ეს ცვლილება მორატორიუმში რამეს ცვლის. პრინციპი იყო და რჩება იგივე – საქართველოში არის სასოფლო სამეურნეო მიწის მცირე რესურსი, ის უნდა იყოს დაცული და არ შეიძლება მისი განიავება. ეს არის ქართული ოცნების პრინციპი, საქართველოს პრემიერმინისტრის მიერ გაზიარებული პოზიცია,“ – აცხადებს თეა წულუკიანი.

პოპულალურები