LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ასეთი ამბები მქონდა დილით-მეთქი”

359

ყოფილი პარლამენტარი მარიამ საჯარია მოგზაურობიდან მორიგ ფოტოს და პოსტს აქვეყნებს.

“მოგზაურობისგან შვებულება ავიღე თუ რაღაც ამდაგვარი” – წერს საჯაია და აღნიშნავს, რომ ახლა ზღვის სანაპიროზე ისვენებს და თავს კარგად გრძნობს.

ამჟამად მარიამი კამბოჯაში, ოტრეს ბიჩზეა.

“დამირეკეს ბუკამ და დედამ. მარიამობას გილოცავთო. მოვუყევი, ასეთი ამბები მქონდა დილით მეთქი (როგორც ფოტოზეა). ჩვენ ასეთი და ისეთი ამბები გვაქვსო. კარგი ახლა დაგემშვიდობებით, საჭმელად მივდივართო. და ჩამოთვალა ყველაფერი, რაც მინდა. კარგი. მე ამ დროს ვხვდები, რომ მცივა. იმიტომ, რომ წვიმს და ჰოსტელ-ბუნგალოში მაგრად უბერავს. დილის ამბებიც (როგორც ფოტოზეა), შესაბამისად, არ არის. ახლა უკვე თბილად მაცვია. გარეთ ისევ წვიმს. ნაირნაირ პალმებს ფოთლებს აგლეჯს ქარი. წითელ მიწაზე წითელი წყლის გუბურებია. ყველგან სიმწვანეა აყრილი. ჩალის სახურავიდან წვეთებად ეშვება წყალი. ტალღების ხმებიც ისმის და ბეიზიქლი ძაან გემრიელად ვარ. 
მოგზაურობისგან შვებულება ავიღე თუ რაღაც ამდაგვარი”, – წერს მარიამ საჯაია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები