LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ასეთი დანაშაულის ჩამდენი სადისტები არ დასვეს სატელეფონო მოსმენაზე, მე და ჩემი მეუღლე დაგვსვეს ოფიციალურად მოსმენაზე”

38

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა აცხადებს, რომ  ინციდენტში მონაწილე ბავშვების ტელეფონს სამართალდამცავები არ უსმენდნენ, ხოლო მას და მის მეუღლეს სასამართლოს გადაწყვეტილებით უსმენდნენ. ამის შესახებ სარალიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.

საერთოდ რაზე უნდა ვილაპარაკო ან ვიფიქრო.
როდესაც ჩემი შვილი დაჩეხეს და მიაგდეს,სისხლიდან იცლებოდა და მშველელი არავინ ყავდა.
ასეთი დანაშაულის ჩამდენი სადისტები არ დასვეს სატელეფონო მოსმენაზე.მე და ჩემი მეუღლე მიგვიჩნია პროკურატურამ დამნაშავედ და ჩვენი სატელეფონო მოსმენა დაიწყო.
ამის შემდეგ რომელ სამართალზე და რა ქვეყანაზე უნდა ვილაპარაკო სადაც დამნაშავეებს ხელს აფარებენ და ჩემ ცოლს მოსმენაზე სვავენ მოწმეებზე ზემოქმედების ბრალდებით.

ტფუიი ასეთ ქვეყანას და ქვეყნის კანონმდებლებს! – წერს სარალიძე 

შეგახსენებთ, ზაზა სარალიძეს  დღეს შეხვდა ახალი მთავარი პროკურორ შალვა თადუმაძეს, რომელიც დაპირდა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეს პირად კონტროლზე აიყვანს. მისი თქმით, რადგან თადუმაძისთვის ეს პირველი სამუშაო დღე იყო, ის ულტიმატუმებით ვერ დაელაპარაკებოდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები