LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ასეთი ტრანსფერი ისტორიას არ ახსოვს: მოგვეცით მონა ლიზა (ფოტო)

101

ფრანგული ”ლანსის” გულშემატკივრებს სურთ, რომ მათ გუნდს წარმატების მიღწევაში… ”მონა ლიზა” დაეხმაროს.

”ლანსი” ამ დროისათვის საფრანგეთის ლიგა 2-ში დასარჩენად იბრძვის. გუნდი ლიგა 2-ის სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზეა და გასავარდნ ზონამდე 5 ქულა აშორებს. ქალაქის მერმა სილვიენ რობერმა ცოტა ხნის წინ ქვეყნის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს თხოვნით მიმართა. მას სურს, რომ პრეზიდენტმა ნებართვა გასცეს ლეონარდო და ვინჩის შედევრის დროებით ლანსის მუზეუმში გამოფენაზე, რაც მისი აზრით, დადებითად აისახება როგორც ქალაქის ეკონომიკაზე, ასევე მცხოვრებლების და საფეხბურთო კლუბის მოთამაშეების განწყობის ამაღლებაზე.

აღნიშნულ წინადადებას დადებითად შეხვდნენ ”ლანსის” ფანები, რომლებმაც ერთ-ერთი შეხვედრის დროს ტრიბუნებზე მათი საყვარელი კლუბის ფორმაში გამოწყობილი ჯოკონდას ბანერები გამოფინეს.

ლეონარდო და ვინჩის ”მონა ლიზა” პარიზში, ლუვრის მუზეუმშია დაცული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები