LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშენდება თუ არა ეკონომიკის სამინისტოსთვის ახალი შენობა, მიმდინარე კვირას გაირკვევა

66

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის, განცხადებით, მიმდინარე კვირას გაირკვევა, აშენდება თუ არა ეკონომიკის სამინისტროსთვის ახალი შენობა. მინისტრი განმარტავს, რომ ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად მოხერხდება ოპტიმიზაციის შედეგად გამოთავისუფლებულ შენობებში სამინისტროს განთავსება.

ეკონომიკის სამინისტროს შენობასთან დაკავშირებით გახსოვთ, რომ ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი შენობა აუქციონზე 9 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა, ეს თანხა ბიუჯეტში შემოსულია. ამის შემდეგ ეკონომიკის სამინისტრო უნდა გადასულიყო გარკვეულ შენობაში. მოიძებნა ეს შენობა, სადაც ეკონომიკის სამინისტრომ ფუნქციონირება გააგრძელა.

დღეის მდგომარეობით, თქვენ იცით, რომ ჯერ კიდევ 2016 წელს მივიღეთ გადაწყვეტილება ეკონომიკის სამინისტროსთვის ახალი შენობის აშენების. მიწა არის მოძებნილი, პროექტი გაკეთებულია. ჩვენ განვიხილავთ და, ალბათ, ამ კვირაში დავასრულებთ უკვე და მივიღებთ გადაწყვეტილებას, ვახერხებთ თუ ვერ ვახერხებთ, ოპტიმიზაციის შედეგად გამოთავისულფებულ შენობებში რომ განვათავსოთ გაერთიანებული სამინისტრო. იმ შემთხვევაში, თუ ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნა იმდგვარად, რომ ვერ ვათავსებთ, მშენებლობა ძალიან აქტიური ტემპით დაიწყება, თუ განვათავსეთ, ახალი სამინისტროს შენობა არ აშენდება, – განაცხადა ქუმსიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები