LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ 1,8 მილიონ არალეგალს მოქალაქეობას მისცემს

36

აშშ-ის ადმინისტრაცია 1,8 მილიონ არალეგალ მიგრანტს, რომლებიც ამერიკაში მცირეწლოვან ასაკში ჩაიყვანეს, მოქალაქეობას შესთავაზებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ჩვენი გეგმის მიხედვით, მოქალაქეობას ის მიგრანტები მიიღებენ, ვინც განათლების და შრომის მოთხოვნებს აკმაყოფილებენ და კარგი დახასიათება აქვთ. ისინი აშშ-ის სრულფასოვანი მოქალაქეები გახდებიან,“– განაცხადა ტრამპმა.

მან საიმიგრაციო რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილად მექსიკის საზღვართან კედლის მშენებლობა, სავიზო ლატარიის გათამაშების გაუქმება დაასახელა. თეთრი სახლი კონგრესს მოუწოდებს, ამ საკითხებზე შესაბამისი კანონმდებლობა მიიღოს. აშშ-ში დაახლოებით 10 მილიონი არალეგალი მიგრანტია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები