LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ ჩრდილოეთ კორეაში სამხედრო ოპერაციას ამ ეტაპზე არ გეგმავს

36

ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების გენერალი აცხადებს რომ მიუხედავად დაძაბული რიტორიკისა, ვაშინგტონი ფხენიანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას არ დაიწყებს.

„ჩვენ ნათლად ვხედავთ დაძაბულ გარემოს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩრდილოეთ კორეას შორის, ვხედავთ რიტორიკის ესკალაციას, თუმცა ვაშინგტონის პოლიტიკა ფხენიანის მიმართ უცვლელი დარჩება. არავითარი სამხედრო ოპერაცია, ამ ეტაპზე, დაგეგმილი არ არის“, – განაცხადა ჯოსეფ დანფორდმა

კიმ ჩენ ინის რეჟიმმა , ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ბალისტიკური რაკეტა რამდენჯერმე წარმატებით გამოსცადა, ამერიკის შეერთებულ შტატებს კი წყნარ ოკეანეში გუამის კუნძულზე მდებარე სამხედრო ბაზის განადგურებით დაემუქრა. საპასუხოდ, დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ ვაშინგტონი კიმ ჩენ ინის რეჟიმს გაანადგურებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები