LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ უმსხვილესი სანქციების განხორციელებას გეგმავს

52

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, კონსერვატორების კონფერენციაზე გამოსვლასა და ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებაში ახალი შეზღუდვების დაწესებას აპირებს.

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ეს ჩრდილოეთ კორეის რეჟიმის წინააღმდეგ განხორციელებული უმსხვილესი სანქციების პაკეტი იქნება. ჯერჯერობით ცნობილი არაა, კონკრეტულად, თუ რა სახის სანქციების შესახება არის საუბარი.

აქამდე აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი მაიკ პენსი ჩრდილოეთ კორეასთან მიმართებაში მკაცრი განცხადებებით გამოვიდა.

აშშ-ის წარმომადგენელმა გაერო-ში ნიკი ჰეილიმ კი ჩიკაგოს უნივერსიტეტში გამოსვლისას განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ განხორციელებული სანქციები დიდ როლს თამაშობს, რადგან ფულის არასაკმარისი რაოდენობა ქვეყანას ახალი რაკეტების გამოცდის ჩატარებაში უშლის ხელს.

“ზუსტად სანქციების გამო გახდა იძულებული კიმ ჩენი ინი მოლაპარაკებები დაეწყო სამხრეთ კორეასთან ოლიმპიადაში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ფიონგჩანგში ათლეტების გაგზავნა ჩრდილოეთ კორეის მხრიდან სასოწარკვეთილების ჟესტია და არა ეროვნული სიამაყის”, – აცხადებს ჰეილი.

აქამდე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კიმ ჩენ ინის უმცროსი დის ვიზიტი ოლიმპიადის გახსნაზე ჩრდილოეთ კორეას 220 ათასი აშშ დოლარი დაუჯდა. ფული ძირითადად ჩრდილოეთ კორეის დელეგაციის საცხოვრებელ ადგილში, ტრანსპორტირებასა და კვებაზე დაიხარჯა. კიმ ჩენ ინის და სამხრეთ კორეაში ხუთვარსკვლავიან სასტუმროში Walkerhill Hotel გაჩერდა, რომელიც ქვეყნის დედაქალაქში მდებარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები