LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ი ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გადის

93

აშშ-ი ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გადის, ირანის რეჟიმს დაუწესდება ეკონომიკური სანქციები, აშშ არ იქნება შეთანხმების მძევალი – ამის შესახებ დონალდ ტრამპმა  საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

„შეთანხმებიდან გავდივართ, მაგრამ ვიმუშავებთ მოკავშირეებთან, რომ მივაღწიოთ ყოვლისმომცველ გამოსავალს. თუ ირანი გააგრძელებს ბირთვულ პროგრამას, მას შეექმნება ყველაზე დიდი პრობლემები რაც კი აქამდე ჰქონია“, – განაცხადა ტრამპმა.

როგორც დონალდ ტრამპმა განაცხადა, ირანის რეჟიმი აგრძელებს ახლო აღმოსავლეთის დესტაბილიზაციას. მისი თქმით, წლების განმავლობაში ირანის რეჟიმი ბომბავდა აშშ-ის საელჩოებს.2015 წელს დადებულ ირანის ბირთვულ შეთანხმებას დონალდ ტრამპი ისტორიაში ყველაზე ცუდ ხელშეკრულებად მოიხსენიებს.

ირანი აგრძელებს ტერორიზმის მხარდაჭერას. გასულ წელს განვაცხადე, რომ შეთანხმება უნდა გადახედილიყო ან გაუქმებულიყო. ბოლო თვეების განმავლობაში მოკავშირეებთან ჩართული ვიყავით მოლაპარაკებებში. ჩვენ ერთიანი ვართ საფრთხის მიმართ. კონსულტაციების შემდეგ ცხადი გახდა, რომ შეუძლებელია ირანის ბირთვული ამბიციების შეზღუდვა. ირანის ტერორიზმის დაფინანსების კუთხით პირველი სახელმწიფო – განაცხადა ტრამპმა

ტრამპის პოზიციის მიუხედავად, გერმანია, ბრიტანეთი და საფრანგეთი შეთანხმებაში რჩებიან.

ირანსა და საერთაშორისო ექვსეულს (აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია, ჩინეთი და რუსეთი) შორის 2015 წელს ხელმოწერილი შეთანხმება, თეირანის მიერ ბირთვულ პროგრამაზე უარის სანაცვლოდ, ეკონომიკური სანქციების ეტაპობრივად გაუქმებას ისახავს მიზნად.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები