LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის ეროვნული უსაფრთოების სააგენტოს შტაბბინასთან სროლებისას არიან დაჭრილები

32

ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს შტაბბინასთან, ვაშინგტონთან ახლოს, სროლა იყო, – ამის შესახებ USA Today იუწყება.

ინფორმაციაში აღნშნულია, რომ სააგენტოს ჭიშკარს შავი ჯიპი შეეჯახა, რომელსაც საქარე მინაზე ნატყვიარები ჰქონდა. სხვადასხვა ინფორმაციით, დაჭრილია რამდენიმე ადამიანი. სააგენტოში ერთი ადამიანის დაჭრის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ, რომელიც მათი ინფორმაციით, ჰოსპიტალიზებულია.

ამ დროისთის უცნობია, ვინ მონაწილეობდა სროლებში და არის თუ არა ფაქტი სააგენტოს პერსონალთან დაკავშირებული. ასევე უცნობია, რატომ იყო ჯიპი სააგენტოს შტაბბინასთან.

მედიის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი დაკავებულია. „სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება“, – ნათქვამია ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს განცხადებაში.

თეთრი სახლის ინფორმაციით, მომხდარის შესახებ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ინფორმირებულია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები