LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის განცხადებით, ოთხოზორიას მკვლელი დაუყოვნებლივ უნდა იქნას მიცემული პასუხისგებაში – დავით ზალკანიანი

41

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, დავით ზალკანიანის, განაცხადებით, ამერიკის სტატეგიული პარტნიორობის ქარტიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებითაც ისაუბრეს.

“ამერიკამ კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარები გაიყვანოს. ასევე, მიმდინარე ბორდერიზაციის პროცესთან დაკავშირებითაც გამოითქვა შეშფოთება. გარდა ამისა, ვისაუბრეთ გიგა ოთხოზორიას მკვლელობასთან დაკავშირებით. აშშ-ის განცხადებით, ადამიანი, რომელმაც  ეს დანაშაული ჩაიდინა, დაუყოვნებლივ უნდა იქნას მიცემული პასუხისგებაში,” – განაცხადა ზალკანიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები