LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის ხელისუფლება რუსეთისთვის სანქციებს ამკაცრებს

101

აშშ-ის ხელისუფლება რუსეთის, ირანისა და ჩრდილოეთ კორეისთვის გამკაცრებული სანქციების რეალიზებას შეუდგება, მანამდე კი, ამერიკულმა კომპანიებმა ფინანსთა სამინისტროსა და სახელმწიფო დეპარტამენტისგან უნდა მიიღონ განმარტება მის გამოყენებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, რექს ტილერსონმა, „CNN“-ს განუცხადა.

კონკრეტულად რუსეთის შემთხვევაში ჩვენ დიდი სიფრთხილე გამოვიჩინეთ კომპანიებისთვის საჭირო სახელმძღვანელოზე მუშაობისას, – განაცხადა ტილერსონმა.

მისი განცხადებით, ბიზნესმა და, ასევე, ნატოში ამერიკის პარტნიორებმა უნდა გაიგონ ახალი სანქციების გამოყენების მეთოლოგია, რათა ისინი არ დაირღვეს.

ფინანსთა სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ ამ სახელმძღვანელოს შესაქმნელად, რათა ხალხმა იცოდეს, რა არის დაშვებული და რა ქმედებები გამოიწვევს სასანქციო რეჟიმის დარღვევას, – განაცხადა ტილერსონმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები