LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის კონგრესის წევრობის კანდიდატმა მელანია ტრამპი მეძავს შეადარა

84

აშშ-ის კონგრესის წევრობის ორეგონელმა კანდიდატმა, მარკ რობერტსმა Twitter-ზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც ქვეყნის პირველ ლედის, მელანია ტრამპს ვულგარულად მოიხსენიებს. ამის შესახებ Foxnews-ი წერს.

„იცოდით, რომ პირველი ლედი საათობრივად მუშაობს?“ – დაწერა პოლიტიკოსმა და იქვე, ჰეშთეგი „იფიქრე ბინძურად“ და Hoebag (რაც ნიშნავს ქალს, რომელსაც ბევრი სექსუალური პარტნიორი ჰყავს) მიაწერა.

სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა მას გაახსენა, რომ ტრამპმა მეუღლის შესახებ ჭორების გავრცელებისთვის Daily Mail-ს უჩივლა, მისმა კოლეგებმა კი დაწერეს, რომ ეს შეტევა ქვეყნის პირველ ლედიზე, სამარცხვინოა და რობერტსს სოციალური ქსელი უნდა გაუუქმდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები