LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის კონგრესმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტი გამოაქვეყნა

82

ამერიკის კონგრესის ვებგვერდზე რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების კანონპროექტი გამოქვეყნდა, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.

კონგრესი მოუწოდებს შეერთებული შტატების პრეზიდენტს, საჯაროდ მიმართოს რუსეთის ფედერაციის მთავრობას შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და სეპარატისტული ძალების მხარდაჭერა საქართველოსა და მოლდოვაში და დაუბრუნოს ყირიმი უკრაინას.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ „რუსეთის გავლენების წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში შეტანილი თანხა რუსეთის მიერ საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში შეჭრის და ოკუპაციის შედეგად გამოწვეული ან გაღრმავებული ჰუმანიტარული კრიზისისა და არასტაბილურ ვითარებაზე რეაგირებას მოხმარდება“.

სანქციების ახალი პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ კონგრესმენთა ჯგუფმა შეიმუშავა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები