LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის კონგრესში მოხდა მართლაც ისტორიული მხარდამჭერი აქტის ინიცირება – მამუკა ბახტაძე

75

საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ აშშ-ის კონგრესის აქტის ინიცირებას ისტორიული უწოდა. ბახტაძემ აღიშნული განცხადება დღევანდელ ბრიფინგზე გააკეთა.

“აშშ-ის კონგრესში მოხდა მართლაც ისტორიული მხარდამჭერი აქტის ინიცირება, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც კონგრესში  რეგისტრირდება მსგავსი შინაარსისა და დატვირთვის მქონე საქართველოს მხარდამჭერი საკანონმდებლო აქტი. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის მხრიდან, ჩვენ ვიღებთ უპრეცენდენტო მხარდაჭერას ყველა დონეზე, მათ შორის კონგრესშიც, სადაც საქართველოს აქვს მტკიცე, ორპარტიული მხარდაჭერა. აღნიშნული კანონპროექტის აღდგენა მძლავრი ინსტრუმენტია იმისთვის, რომ საქართველოსთან დაკავშირებულმა საკითხებმა როგორც ორმხრივი, ისე რეგიონალურიუსაფრთხოების საკითხებში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავოს აშშ-ის პოლიტიკურ დღის წესრიგში. მე მინდა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს ამერიკელ მეგობრებს ამ მხარდაჭერისთვის,” – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

საქართველოს მხარდამჭერი კანონპროექტი აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე კონგრესმენებმა ტედ პომ და ჯერი კონოლიმ წარადგინეს. აქტი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები