LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის მთავრობა შესაძლოა, დაფინანსების გარეშე დარჩეს

52

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა შესაძლოა, დაფინანსების გარეშე დარჩეს. ფედერალური სამსახურების დიდი ნაწილის მუშაობის შეჩერების მიზეზი, სავარაუდოდ, მიგრანტების საკითხზე „რესპუბლიკელებსა“ და „დემოკრატებს“ შორის არსებული უთანხმოება გახდება.

აზრთა სხვადასხვაობის გამო, კონგრესმა ბიუჯეტის დამტკიცება ვერ შეძლო. „დემოკრატები“ მოითხოვენ, რომ ობამას ადმინისტრაციიის მიერ შემუშავებული პროგრამა, რომელიც შეერთებულ შტატებში ბავშვობაში ჩამოსულ მიგრანტებს იცავს, კვლავ ამოქმედდეს.

ე.წ. „მეოცნებეების“ პროგრამა დონალდ ტრამპის ბრძანებით, გასულ წელს გაუქმდა, რასაც შეერთებულ შტატებში საპროტესტო აქციების ტალღა მოჰყვა.

ფედერალური სამსახურების ბიუჯეტის დამტკიცების ვადა პარასკევს იწურება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები