LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის მთავრობამ მუშაობა განაახლა

60

ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ მუშაობა განაახლა. ქვეყნის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ხელი მოაწერა რეზოლუციას, რომლის მიხედვით დროებითი სამთავრობო დაფინანსება 2018 წლის 8 თებერვლამდე გაგრძელდება.

მოგვიანებით პრეზიდენტი აღნიშნულ ფაქტს „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა.

„დიდი გამარჯვებაა რესპუბლიკელებისთვის დემოკრატების მხრიდან დაფინანსების გაგრძელებაზე თანხმობა. ახლა მსურს დიდი გამარჯვება ყველასთვის, მათ შორის რესპუბლიკელებისთვის, დემოკრატებისა და არასრულწლოვანი იმიგრანტებისთვის, განსაკუთრებით კი ჩვენი საამაყო სამხედროებისა და სასაზღვრო სამსახურისთვის. შევხვდებით მოლაპარაკების მაგიდასთან!“ – დაწერა საკუთარი ”ტვიტერის” გვერდზე ტრამპმა.

კვირას აშშ-ის რესპუბლიკურმა პარტიამ ვერ შეძლო, სენატში კენჭისყრისას დემოკრატებთან თანხმობისთვის მიეღწია და დროებითი სამთავრობო დაფინანსება 8 თებერვლამდე გაეგრძელებინა, რამაც სამთავრობო სექტორის მუშაობის სრულად ან ნაწილობრივ შეჩერება გამოიწვია.

რესპუბლიკურ და დემოკრატიულ პარტიებს შორის დავის საგანს საიმიგრაციო პოლიტიკა წარმოადგენდა. დემოკრატებს სურდათ, დროებით ბიუჯეტში საიმიგრაციო ზომებიც გაეთვალისწინებინათ მაშინ, როცა რესპუბლიკელებს საწინააღმდეგო პოზიცია ჰქონდათ.

სრულყოფილი ბიუჯეტი 2018 წლის დასაფინანსებლად ჯერ არ არის მიღებული, რისი მიზეზიც მიგრანტების საკითხთან დაკავშირებით თანხმობის არარსებობაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები