LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი დავით ზალკალიანისა და დევიდ ჰეილის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

86

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანისა და სახელმწიფო მდივნის მოადგილის, დევიდ ჰეილის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„შეხვედრისას, სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ჰეილმა დაადასტურა აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და ორივე მხარემ განიხილა აშშ-საქართველოს თანამშრომლობა გლობალური უსაფრთხოების ერთობლივ პრიორიტეტებთან დაკავშირებით, ასევე რეგიონში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებული შეხედულებები,“ – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ჰიზერ ნაუერტის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები