LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, ევროპის ქვეყნებში სიფრთხილე გამოიჩინონ

55

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, ევროპის ქვეყნებში სიფრთხილე გამოიჩინონ,  განსაკუთრებით დღესასწაულების პერიოდში.

ამის შესახებ განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა დღესასწაულების დღეებში ტერაქტების განხორციელების გაზრდილი საფრთხის გამო გაავრცელა.

„აშშ-ის მოქალაქეებმა სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ ევროპის ქვეყნებში სადღესასწაულო ფესტივალებზე ან სხვა ღონისძიებებზე ყოფნისას. ახლახანს მომხდარი ინციდენტები საფრანგეთში, რუსეთში, შვედეთში, დიდ ბრიტანეთში, ესპანეთსა და ფინეთში ცხადყოფენ, რომ „ისლამურ სახელმწიფოს“ და „ალ-ქაედას“, ასევე მათ თანამზრახველებს შეუძლიათ ევროპაში ტერაქტების დაგეგმვა და განხორციელება. აშშ-ის მოქალაქეებმა მუდმივად უნდა გამოიჩინონ სიფრთხილე,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ტერორისტები და ექსტრემისტები თავდასხმის ობიექტად ხშირად ირჩევენ დიდ მაღაზიებს, სატრანსპორტო კვანძებს და მასობრივი თავშეყრის სხვა ადგილებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები