LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის სასამართლომ ქართველ მოკრივეს, ავთანდილ ხურციძეს სასჯელი შეუმსუბუქა

84

აშშ-ის სასამართლომ ქართველ მოკრივეს, ავთანდილ ხურციძეს სასჯელი შეუმსუბუქა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ავთანდილ ხურციძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

„სასამართლომ გარკვეულ საკითხებში გამამართლა. დარჩა ორი ბრალდება – რეკეტი და “გემბლინგი” (უკანონო აზარტული თამაშები), მაგრამ ამასაც არ ვეთანხმები. სავარაუდოდ, ერთ წელში გამათავისუფლებენ,“ – დაწერა ხურციძემ სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ “რუსული კრიმინალური სინდიკატის წევრობის” ბრალდებით, 2017 წლის ივლისში ნიუ-იორკში 15 ქართველი დააკავეს. მათ შორის იყო ორი ქართველი სპორტსმენი, ავთანდილ ხურციძე და ლევან მაყაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები