LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის სასამართლოს შენობაში სროლა იყო

46

პენსილვანიის შტატის ქალაქ მეისონთაუნში, სასამართლოს შენობაში, სროლა იყო. ინციდენტის დროს დაიღუპა ერთი ადამიანი, თავად თავდამსხმელი, დაიჭრა 3 პირი. ამის შესახებ USATODAY წერს.

უცნობი კაცი სასამართლოს შენობაში შევიდა და უმისამართო სროლა დაიწყო. შედეგად ორი ქალი და ერთი კაცი დაშავდა. პოლიციამ საპასუხო სროლისას თავდამსხმელი მოკლა.

თავდამსხმელი ოჯახის წევრების მიმართ ძალადობაში იყო ბრალდებული. მისი სასამართლო პროცესი დღეს უნდა გამართულიყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები