LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის სენატმა არჩევნებში რუსეთის ჩარევის წინასწარი ანგარიში წარადგინა

79

აშშ-ის სენატის დაზვერვის კომიტეტის ხელმძღვანელის, რესპუბლიკელი რიჩარდ ბურმის ინფორმაციით,  სენატი აგრძელებს შესწავლას, ჩაერია თუ არა რუსეთი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში აშშ-ში.  შესწავლის საგანია, რამდენად იყვნენ საიდუმლო კავშირში რუსები და პრეზიდენტ ტრამპის კამპანია.

„ რუსეთის სადაზვერვო სამსახური ძალიან გამჭრიახი, მიზანმიმართული უწყებაა. მე ვისურვებდი, რომ საარჩევნო მოხელეებმა ან ჩვენმა საარჩევნო კამპანიამ ეს მიიღოს სრული სერიოზულობით, განსაკუთრებით კი აშშ-ში მომავალი ნოემბრის არჩევნების და 2018 წლის არჩევნების მზადების პროცესში,“ – განაცხადა ბურმა რუსეთის მიერ აშშ-ის არჩევნებში ჩარევის და ტრამპთან კონტაქტების შესახებ თავდაპირველი ანგარიშის გამოქვეყნებისას.

სენატორი დემოკრატიული პარტიიდან  მარკ უორნერმა აცხადებს, რომ აშშ-ის ფედერალური მთავრობა უფრო აგრესიულად უნდა მიუდგეს რუსეთის არჩევნებში ჩარევის შესაძლებლობას, რადგან, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთმა მიზანში ამოიღო აშშ-ის 21 შტატი და რამდენიმე შტატში კომპიუტერულ სისტემებში შეაღწია. სენატორები ფიქრობენ, რომ ამერიკელები ფრთხილად უნდა იყვნენ, რადგან რუსეთი, სავარაუდოდ, კვლავ შეეცდება ჩარევას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები