LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის შემდეგ „იუნესკოდან” გასვლას ისრაელიც გეგმავს

89

აშშ-ის შემდეგ „იუნესკოდან” გასვლას ისრაელიც გეგმავს. ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ, ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაავალა, მოამზადოს „იუნესკოდან“ გამოსვლა ამერიკასთან ერთად. ამის შესახებ ისრაელის მთავრობის თავმჯდომარის კანცელარიის ხელმძღვანელმა განაცხადა.

მანამდე კი, ორგანიზაციაში ისრაელის ელჩმა, კარმელ შამა-კოენმა, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მისმა ქვეყანამ ამერიკის მაგალითს უნდა მიბაძოს და საერთაშორისო ორგანიზაციის რიგები დატოვოს.

გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატები იუნესკოს ტოვებს, – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გადაწყვეტილება ძალაში 2018 წლის 31 დეკემბერს შევა. აღსანიშნავია, რომ აშშ დამკვირვებლის სტატუსს შეინარჩუნებს.

იუნესკოს გენერალურმა მდივანმა, ირინა ბოკოვამ, ვაშინგტონის ამ გადაწყვეტილების გამო მწუხარება გამოთქვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები