LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის შემდეგ იუნესკოს ისრაელიც ტოვებს

28

ისრაელმა გაერო-ს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია (იუნესკო) დატოვა. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. ისრაელის მთავრობამ ეს გადაწყვეტილება აშშ-ის მიერ აღნიშნული ორგანიზაციიდან გასვლის შემდეგ მიიღო. ორგანიზაციის  დატოვების მიზეზად ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი ორგანიზაციის მიერ ისრაელის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებსა და მიკერძოებულ პოზიციას ასახელებენ.

 

“ეს თამამი და მორალური გადაწყვეტილებაა, რადგან იუნესკო აბსურდის თეატრად გადაიქცა და ისტორიის შენარჩუნების მაგივრად, მას ამახინჯებს”- განაცხადა ბინიამინ ნეთანიაჰუმ

 

გაერო-ს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ირინა ბოკოვამ განაცხადა, რომ ორგანიზაციას რეაბილიტაცია სჭირდება, ორივე სახელმწიფოს გადაწყვეტილების გამო კი სინანული გამოხატა.

მიმდინარე წლის 8 ივლისს ისრაელში, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ჰებრონის ძველი ქალაქი და პატრიარქთა სამარხები UNESCO-მ კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში პალესტინური ძეგლის სტატუსით შეიყვანა. ამ ფაქტს ისრაელის მთავრობის მხრიდან მწვავე შეფასება მოჰყვა.

ისრაელის მთავრობის წინააღმდეგობის მიუხედავად, გადაწყვეტილება კრაკოვში გამართული სამიტის ფარგლებში, გაერო-ს კულტურული კომიტეტის სხდომაზე დამტკიცებული რეზოლუციის შედეგად მიიღეს. დოკუმენტს 12-მა ადამიანმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი 3 იყო.

იუნესკო 1945 წელს დაარსდა და მისი შტაბ-ბინა პარიზში მდებარეობს. ორგანიზაციის წევრია მსოფლიოს 195 სახელმწიფო, ასოცირებული წევრის სტატუსი კი დამატებით 10 სუბიექტს აქვს.

იუნესკოს მიზანს წარმოადგენს საერთაშორისო უშიშროების ხელშეწყობა, ასევე, მშვიდობის, განათლებისა და კულტურის გავრცელება, მეცნიერების განვითარება და ადამიანის უფლებათა პატივისცემა. იუნესკოს უმნიშვნელოვანესი მიზანია მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები