LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის სკოლაში სროლისას სამი მოსწავლე დაიჭრა

99

ილინოისის შტატში, ქალაქ შამპეინში საშუალო სკოლასთან კალათბურთის მატჩის შემდეგ სროლა მას შემდეგ ატყდა, რაც გუნდმა Danville High Vikings-მა Chicago Maroons-ს მოუგო. ინფორმაციას The News-Gazette ავრცელებს.

სროლის შედეგად სამი მოზარდი დაშავდა. ისინი საავადმყოფოში მოათავსეს. ექიმების თქმით, მათ სოცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

პოლიციამ მსროლელის ვინაობა მალევე დაადგინა. მის დასაკავებლად ქალაქში ძებნაა გამოცხადებული. ერთ-ერთი ვერსიით, ინციდენტი შესაძლოა ქალაქში მანამდე მომხდარ კიდევ ერთ სროლას უკავშირდებოდეს, რა დროსაც 25 წლის კაცი დაჭრეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები