LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ის თავდაცვის მდივანი უკრაინაში ჩადის

94

აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ჯეიმს მეტისი, 24 აგვისტოს უკრაინას ვიზიტით ეწვევა, რაც უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას ემთხვევა. ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის თავდაცვის მდივანი უკრაინის პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს და თავდაცვის მინისტრს, სტეპან პოლტორაკს, შეხვდება.ამის შესახებ პენტაგონის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

გარდა უკრაინისა, დაგეგმილია ვიზიტი თურქეთსა და იორდანიაში. პენტაგონის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ჯეიმს მეტისი მათ კვლავ დაუდასტურებს, რომ

„აშშ მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და ასევე ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თავდაცვით პარტნიორობას“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები