LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-მ „სუპერმენის“ როლს თავი ვერ გაართვა – მარია ზახაროვა

71

აშშ-მ თავი ვერ გაართვა „სუპერმენის“ როლს საერთაშორისო კონფლიქტების დარეგულირებაში, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

მისივე თქმით, მსოფლიოს ბევრი ქვეყანა მხარს დაუჭერდა აშშ-ის განსაკუთრებულობის კონცეფციას, თუ აშშ რეალურად მოუტანდა მსოფლიოს სტაბილურობას და კონფლიქტების თავიდან აცილებას.

„ვინ იქნებოდა ამის წინააღმდეგი? ეს ხომ უდიდესი პოლიტიკური, ფინანსური და მორალური პასუხისმგებლობაა – იყო ის „სუპერმენი“, რომელიც დასახმარებლად მოფრინავს, გეხმარება და შემდეგ მიფრინავს,“ – აღნიშნა მარია ზახაროვამ.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, აშშ-მ თავი ვერ გაართვა ამგვარ როლს. „პირიქით, უფრო მეტი კონფლიქტი გაჩაღდა და ეს კონფლიქტები უფრო მასშტაბური გახდა,“ – დასძინა მან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები