LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-მა ჩინეთს რუსული სამხედრო თვითმფრინავების შეძენისთვის სანქციები დაუწესა

107

აშშ-მა ჩინეთს რუსული სამხედრო თვითმფრინავებისა და რაკეტის შეძენისთვის სანქციების დაუწესა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

ჩინეთმა ახლახანს  რუსეთისან Су-35-ის  C-400 სისტემები იყიდა, რის გამოც აშშ-მა სანქციები დააწესა ჩინეთის ჯარების მომზადების დეპარტამენტსა და ჩინეთის ცენტრალური სამხედრო საბჭოზე და მის ხელმძღვანელზე.

გარდა ამისა, სანქციების სიაში მოხვდა  რუსეთის კიდევ 27 მოქალაქე და 6 კომპანია, რომლებიც თავდაცვის და დაზვერვის სფეროებთან არიან კავშირში.

CAATSA-ს კანონის თანახმად, რომელიც 2017 წელს მიიღეს, აშშ-ის ხელისუფლება სანქციებს ამ ადამიანებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამო აწესებს.

სიას დაემატა კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“, „ინტერნეტ-გამოძიების სააგენტო“, ევგენი პრიგოჟინის კომპანიები – „კონკორდ მენეჯმენტი და კონსალთინგი“ და „კონკორდ ქეითერინგი“ და თავად ევგენი პრიგოჟინიც. ასევე, „ტროლების ფაბრიკის“ და ГРУ-ს თანამშრომლები, რომლებსაც აშშ-ის არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებენ.