LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-მა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა

49

აშშ-მა ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, „შავ სიაში“ მოხვდა ცხრა ირანელი და თურქული ავიაკომპანია, რომლებიც Mahan Air-თან and Meraj Air-თან არიან დაკავშირებული; ასევე პირები, რომლებიც, ვაშინგტონის მონაცემებით, ხელს უწყობდნენ თეირანის სამხედრო ოპერაციებს საზღვარგარეთ.

კერძოდ, სანქციები დაუწესდა ირანულ ავიაკომპანიებს Dena Airways-ს, Blue Airways-ს, ასევე თურქულ ავიაკომპანიებს – Trigron Lojistik-ს, RA Havacilik-ს, 3G Lojistik-ს და Otik Aviation-ს. ამას გარდა, შეზღუდვები დაუწესდა ირანის ორ და თურქეთის ერთ მოქალაქეს.

სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, ეს კომპანიები და პირები დაკავშირებული არიან საზღვარგარეთ იარაღის, აღჭურვილობისა და სახსრების მიწოდებასთან ირანის სახელმწიფო ტერორის ოპერაციების ხელშეწყობის მიზნით.

ირანს უმკაცრესი სანქციების დაწესებით აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო რამდენიმე დღის წინ დაემუქრა.

მანამდე, 8 მაისს დონალდ ტრამპმა ირანთან ბირთვული შეთანხმებიდან გასვლის შესახებ განაცხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები