LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-მა ირანში 6 პირს და 3 კომპანიას სანქციები დაუწესა

93

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანში ექვს პირსა და სამ კომპანიას სანქციები დაუწესა. როგორც სახაზინო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი, ისინი ირანის ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსთან არიან კავშირში.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მდივნის, სტივენ მნუჩინის თქმით, სანქციები შეეხო მათ, ვინც მილიონობით ამერიკულ დოლარს რიცხავდა ამ ჯგუფის დასაფინანსებლად.

ირანის ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის დახმარებაში აშშ ბრალს ირანის ცენტრალურ ბანკსაც სდებს.

სახაზინო დეპარტამენტი არ ავრცელებს კონკრეტული პირების სახელებს, თუმცა მათი ინფორმაციით, ყველა მათგანი ირანელია.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები