LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-მა მექსიკასთან საზღვარზე კედლის მშენებლობა დაიწყო

34

ამერიკის შეერთებულ შტატებმა მექსიკასთან საზღვარზე კედლის მშენებლობა დაიწყო.

ამის შესახებ აშშ-ის საბაჟო-სასაზღვრო სამსახური იუწყება.

დღეს სანდიეგოში კედლის რვა მონაკვეთის მშენებლობა დაიწყო, ოთხი მათგანი ბეტონის იქნება, დანარჩენი ოთხი კიალტერნატიული მასალების, – ნათქვამია განცხადებაში.

ყველა ნიმუში სიმაღლეში 5,5-დან 9 მეტრამდე იქნება და ისე აშენდება, რომ კონკრეტულ მონაკვეთებში საზღვრის უკანონო გადმოკვეთა აღმოიფხვრას. მათ საფუძველზე შეიქმნება მომავალი პროექტები, რომლებიც, სავარაუდოდ, კიდევ გაუმჯობესდება, რათა აშშის სასაზღვრო სამსახურის მოთხოვნები დააკმაყოფილოს, – აღნიშნავენ უწყებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები