LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-მა რუსეთის ტერიტორიაზე ვიზების გაცემა შეაჩერა

40

2017 წლის 23 აგვისტოდან რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკის არაიმიგრაციული ვიზების გაცემა შეჩერდება. აღნიშნულის შესახებ რუსეთში აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი.

2017 წლის 1-ელი სექტემბრიდან ვიზების გაცემა მოსკოვში განახლდება, ხოლო რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე აშშ-ის საკონსულოებში ვიზების გაცემის პროცედურა განუსაზღვრელი დროით შეჩერდება.

„რუსეთის გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციაში აშშ-ს დიპლომატიური მისიის რაოდენობის შემცირების თაობაზე კითხვის ქვეშ აყენებს რუსეთის მისწრაფების სერიოზულობას ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებისკენ. ჩვენ დიპლომატიური მისიის რაოდენობას იმ დონეზე შევინარჩუნებთ, რაც საშუალებას მოგვცემს ჩვენი დიპლომატიური წარმომადგენლობების ძირითადი ფუნქციები შევასრულოთ,“ – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები