LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-მა თურქეთის მთავრობის წევრებს სანქციები დაუწესა – საპასუხო ზომებს იღებს ანკარაც

69

აშშ-მა თურქეთის მთავრობის წევრებს სანქციები დაუწესა. თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენელის სარა სანდერსის განცხადებით აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა თურქეთის იუსტიციის მინისტრს აბდულჰამით გიულს და თურქეთის შს მინისტრს სულეიმან სოილუს.

27 ივლისს თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჰოგან გიდლიმ განაცხადა, რომ აშშ თურქეთს სანქციებს დაუწესებს, თუ თურქეთის ხელისუფლება ამერიკელ პასტორს ენდრიუ ბრანსონს არ გაათავისუფლებს.

პროტესტანტი პასტორი ენდრიუ ბრანსონი, რომელიც თურქეთში, იზმირში ცხოვრობდა, 2017 წელს დააკავეს. მას ბრალად თურქეთში აკრძალულ „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ და ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციასთან კავშირი ედება. გიულენს თურქეთის ხელისუფლება 2016 წელს სამხედრო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს.

ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ საპასუხო ზომებს მიმართავს ანკარაც. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, მთავრობის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით, ავრცელებს.

გავრცელებულ ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატებისა და თურქეთის მთავრობის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკება გრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები